Monday, 19 August 2013

სასწავლო პროექტი

1.      პროექტის სახელწოდება: პროგრესიები და მათი კავშირი საბანკო საქმიანობასთან
2.      პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეები გამოიკვლევენ საქართველოში არსებული ბანკების პროცენტულ დანამატებს მარტივი რთული პროცენტის წესით და შეეცდებიან პრაქტიკაში გამოიყენონ მეტი სარგებლის მიღების მიზნით.
3.      პროექტის აქტუალობა: ამოცანა შემდეგია:როგორ შეუნახავენ საკუთარ შვილს შთამომავლობით მიღებულ 5000 ლარს ბავშვის სრულწლოვან ასაკამდე ისე რომ მოგება მაქსიმალური იყოს. ლოგიკური დასკვნის საფუძველზე შეირჩა ის ბანკი,რომელიც მაღალანაზღაურებადია, გამოიყვანეს მარტივი და რთული პროცენტით დარიცხვის ფორმულები და ააგეს შესაბამისი ცხრილები.აღმოჩნდა,რომ მოგება დამოკიდებულია გრძელვადიანი სესხის პირობებზე, კერძოდ თუკი რთული პროცენტით შეინახავენ ფულს ხელშეკრულება მინიმუმ 15წლით უნდა გააფორმონ. კვლევის პროცესში წამოიჭრა პრობლემა ინფლაციის კოეფიციენტის გათვალისწინების შესახებ.პროექტზე მუშაობის პროცესში მოხდა მოსწავლეთა ოჯახის წევრების გამოკითხვა, თუ  რამდენად ენდობიან დღევანდელ  ბანკებს. აღმოჩნდა,რომ ნდობის ფაქტორი დაბალია შედარებით ასაკიან ადამიანებში,რომელთაც საკუთარ თავზე გადაიტანეს ინფლაცია.
4.      პროექტის მიზნები  :პროექტის მიზანია მოსწვლეთა დაინტერესება ინფორმაციებს მოძიებით სხვადასხვა ბანკების მიერ ანაბარზე დარიცხული სარგებლის შესახებ
5.      მონაწილეთა ასაკი:13-14 წლის მოსწავლეები.
6.      ვადები:პროექტის დასამუშავებლად საჭირო ვადაა 6-7 დღე.
7.      მოსალოდნელი შედეგები: საინტერესო იყო მოსწავლეთა მუშაობა კომპიუტერთან მათ შეძლეს ცხრილების აგება და მათთვის საინტერესო ბანკის მოძებნა.
8.      პროქტისათვის საჭირო  ძირითადი რესურსები:კომპიუტერი.
9.      პროექტის მსვლელობა:მოსწავლეები კომპიტერის გამოყენებით მოიძიებენ ინფორმაციებს საქართველოში არსებული ბანკების მიერ ანაბარზე დარიცხული პროცენტების შესახებ და აღმოაჩენენ მათთვის საინტერესო ბანკს.
10.  საგნებთან კავშირი:ისტ-ი.
11.  პროექტის ხელმძღვანელი:ნარგიზა ფერაძე.

12.  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:nargizaferadze19@gmail.com    

No comments:

Post a Comment